1.
პროექტის სახელწოდება:ჩვენი
სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები
2.
პროექტის მოკლე აღწერა:სკოლის
არქივში შენახული გასული წლების ჟურნალებში წარმატებულ მოსწავლეთა მოძიება, წარმატებულ
კურსდამთავრებულთა სურათების მოძიება, შეისწავლონ მათი ოჯახური მდგომარეობა და დღევანდელი
საქმიანობა.მოძიებული მასალა განათავსონ თვალსაჩინოდ
სკოლაში
3.
პროექტის მნიშვნელობა და
აქტუალობა:ინფორმაციისა და ფოტო მასალების მოძიება, ინტერვიუების
აღება ყოფილი დირექტორებისა და პედაგოგებისაგან. სკოლაში თვალსაჩინო ადგილას მათი ფოტო
მასალების განთავსება, პრეზენტაციის მომზადება. ეს პროექტი აქტუალურია იმით,რომ გაუჩნდეთ
მათაც სურვილი იყვნენ წარმატებული მოსწავლეები
4.
პროექტის მიზნები და შედეგები:წარმატებული
კურსდამთავრებულების მოწვევა და გასაუბრება(ინტერვიუს სახით).
ისწავლონ ინტერვიუს აღება, ინფორმაციის მოძიება,ფოტოხელოვნება(სურათების
გადაღება)
5.
მონაწილეთა ასაკი:XI-XII კლასები
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
7.
პროექტისათვის ძირითადი
რესურსები:ციფრული ფოტოაპარატები, ჩამწერები, დისკები, სკოლის
არქივი და სხვა...
8.
პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები
გაიყოფიან ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი წარმოადგენს წარმატებულ კურსდამთავრებულთა სურათებს,ხოლო
მეორე ჯგუფი ჩაწერილ ინტერვიუებს. ხდება მოძიებული მასალების გაცვლა და მიმდინარეობს
პრეზენტაციის მომზადება და გამზადებული მასალების აუდიტორიისათვის გაცნობა
9.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიღრმავებენ უნარ-ჩვევებს კვლევა-ძიების,
პრეზენტაციის. მოიწვევენ მოსწავლეებს, პედაგოგებს,მშობლებს,კურსდსმთავრებულებს.შექმნიან
ფოტოალბომსა და სტენდს.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პედაგოგებთან,ყოფილ
დირექტორებთან,კურსდამთავრებულებთან
11. პროექტის ხელმძღვანელი:მაკა მერაბიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:makamerabishvilia@gmail.com
No comments:
Post a Comment